სააპელაციო სასამართლომ უარყო ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა ჯორჯიაში ბაიდენის გამარჯვების აღიარების შეჩერების შესახებ

ჯორჯიის შტატის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა ჯორჯიაში ბაიდენის გამარჯვების აღიარების შეჩერების შესახებ

ჯორჯიის შტატის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნის თანახმად, „მოსარჩლემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ვინმეს უფლებათა დამრღვევი კონკრეტული დანაშაულებები.”

სააპელაციო სასამართლომ ტრამპის მიერ დანიშნული საოლქო მოსამართლე სტივენ გრინბერგის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან ერთად უარყო ტრამპის ადვოკატის მოთხოვნა ფოსტით ხმის მიცემის გამარტივებული პროცედურასთან დაკავშირებითაც

ფედერალური სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საოლქო მოსამართლის გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გადასინჯვას და სარჩელი ამის მიუხედავადაც არ შეიძლებოდა დაეკმაყოფილებიათ, რადგან ჯორჯიის ხელისუფლებას უკვე ოფიციალურად ჰქონდა დადასტურებული კენჭისყრის შედეგები.

“ჩვენ არ შეგვიძლია უკვე ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვაწარმოოთ სასამართლო განხილვები ხმების დათვლის და არასათანადო მოქმედების ისეთ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც სათანადოდ შეიძლებოდა წარდგენილიყო და განხილულიყო შტატის სასამართლოებში.”

სასამართლოს დადგენილებით ჯორჯიის ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს პროცედურა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც აპირებს იანვრის დასაწყისში სენატის არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემას, რათა მათ შეძლონ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პრობლემის მოგვარება.

სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო კოლეგიამ სამი მოსამართლის შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილი 40-ზე მეტი სარჩელი წააგო. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ტრამპის შტაბმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა (შედარებისთვის: არჩევნების შემდგომ პერიოდში ბაიდენის შტაბმა 112 მლნ დოლარის შეაგროვა – „აიპრესი”). მის მხარდამჭერებს თანხის შეგროვების კამპანიის წამოწყებისას პირდებოდნენ, რომ თანხები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების საწარმოებლად იყი საჭირო და მხოლოდ წვრილი შრიფტით აცნობებდნენ მათ, რომ თანხა სხვა პრიორიტეტებსაც შეიზლება მოხმარდეს(ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტად ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება – “აიპრესი”).

ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ არჩევნების შემდეგ შეგროვილი თანხიდან 9 მილიონამდე მეტი უკვე დაიხარჯა სასამართლოებში. ამ თანხიდან ადვოკატებს 2,3 მლნ დოლარი გადაუხადეს, რაიმე ხელშესახები წარმატება კი დღემდე არ სჩანს, თუმცა ტრამპს სასწაულის და უმაღლესი სასამართლოს იმედი აქვს.

“ვაშინგტონ პოსტის” თანახმად, მის მიერ გამოკითხული 249 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან და სენატორიდან 27 აღიარებს, რომ არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვა, 2 გამარჯვებულად ტრამპს მიიჩნევს, 220 კი პასუხს გაურბის ან აცხადებს რომ გამარჯვებულის ვინაობა ჯერ გაურკვეველია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად