სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9 წელი მიუსაჯა

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სერგო თეთრაძის საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი 144′-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქედან ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სერგო თეთრაძის წამების ეპიზოში მედის ქარდავა გაამართლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად