სააპელაციო სასამართლო – დარჩეს უცვლელი – მიხეილ კალანდია 11 წლით და 3 თვით პატიმრობაში რჩება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართომ 2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას  11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც 17 თვეზე მეტი ითხოვდა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით კი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად