საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა 2 ღამით გადაიკეტება

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

‘დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!” – ნათქვამია გავრელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად