სააკაშვილმა უკრაინას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კიევში, უმაღლეს რადასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უკრაინის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ შეასრულებს, რადა და პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო უნდა წავიდეს.

"იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი (უკრაინის) გააგრძელებს მომიტინგეების მოთხოვნების იგნორირებას, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მან თანამდებობა დატოვოს და უნდა ავირჩიოთ ახალი პრეზიდენტი", – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დემონსტრანტები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას არ გეგმავენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მომიტინგეებს აქვთ მექანიზმი, თუ როგორ შეცვალონ ხელისუფლება. მისი თქმით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლებელია ახალი მექანიზმების გამოყენება, კერძოდ კი ეს მექანიზმი, როგორც სააკაშვილი აცხადებს, პრაიმერიზია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს, 29 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე უმაღლეს რადასთან შეკრებისკენ მოუწოდა. ადგილზე 700 პოლიციელი და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო იმყოფება. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, კვირის განმავლობაში დღეს ყველაზე ბევრმა – 400-მა ადამიანმა მოიყარა თავი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად