სააკაშვილმა საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმის სახით, 126 დოლარი გადაიხადა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სექტემბერში უკრაინის საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმა გადაიხადა. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მარკიან გალაბალამ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, მან ჯარიმა უკვე გადაიხადა", – ამბობს ადვოკატი. ჯარიმა 3,4 ათას გრივნას (126 დოლარი) შეადგენდა და ის სააკაშვილმა ბანკით გადაიხადა.

ჯარიმის გადახდა 22 სექტემბერს ლვოვის რაიონის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. თავად პოლიტიკოსი სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა – მან შეხვედრები ჩერკასის ოლქში გამართა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს, ლვოვის ოლქში სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლო გადაიდო და 22 სექტემბრის თარიღით ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...