“სააკაშვილის უგუნური გადაწყვეტილებები რომ არა, ბომბები თავზე არ დაგვეყრებოდა”

„თავზე ბობმების დაყრა იყო სააკაშვილის ბრალი და არავის სხვის",- ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
 

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უგუნური გადაწყვტილება რომ არ მიეღო, 2008 წელს აგვისტოს ბომბები თავზე არ დაგვეყრებოდა. 

"სააკაშვილს აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილებები რომ არ მიეღო, ეს ბომბები თავზე არ დაგვეყრებოდა და ამის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა. 

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, იყო რიტორიკა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთთან, მეტნაკლებად ნომრალური ურთიერთობები იყო. შეგახსნებთ თუნდაც  ე.წ. "ბათუმის რევოლუციაც"… მაშინ, რუსეთის პოზიცია იყო ისეთი როგორიც იყო დაპირება და რუსეთმა თავისი სიტყვა ბოლომდე შეასრულა. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი და რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც მაშინ ბათუმში იყო განლაგებული ჩვენს საშიანაო საქმეებში არ ჩაერეოდა და ასლან აბაშიძეს მშვიდობიანად წაიყვანდნენ ბათუმიდან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, გჯერათ რუსეთის და კრემლისგან მიღებული დაპირებების? საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა:

„მე მჯერა იმის, რომ თუ საქართველო და ქართული მხარე გონივრულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან და ამ გონივრულ მოლაპარაკებებში შედის ისეთი კომპრომისების მიღწევა, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის არათუ საზიანო, პირიქით იქნება სასარგებლო და ამავდროულად დაფუძნებული იქნება კანონიერი ინტერესების გათვალისწინებაზე, თავად რუსეთი იქნება დაინტერესებული ასეთი მოლაპარაკებები დაიცვას"- განაცხადა ბურჯანაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად