სააკაშვილის თქმით, ტრამპის გამარჯვება რუსეთს სურდა – რას ამბობდა იგივე ტრამპზე სააკაშვილი წინა წლებში

“აუცილებლად იქნება გამოძიება უკანონო დაფინანსებაზე კამპანიების უცხოეთიდან და იქ აუცილებლად ამოვარდება ივანიშვილის გვარი, დარწმუნებული ვარ იმიტომ,რომ ივანიშვილს ჰყავდა დაქირავებული მთელი ლობისტური კამპანიები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვებაში რუსთი იყო დაინტერესებული.

“ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, მისი სიძის, კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში.

ჩემთვის ძნელია დაჯერება ბოლომდე, რომ ტრამპი იყო რუსული პროექტი. თუმცა, ის, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ტრამპის გამარჯვებაში ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. იმიტომ რომ ბაიდენი, თავისი შეხედულებებით, არის მკვეთრად ანტირუსული, მთელ თავის გუნდთან ერთად.

მეორე – მაგალითად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა ყოფილი ელჩი მოსკოვში, რომელის არის ძალიან მკაცრი პოზიციით ცნობილი. შექმნა ცალკე განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა.”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსემენთ, რომ სულ სხვაფვარი მოსაზრებებლი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ტრამპის გაპრეზიდენტების დროს.

2018 წლის 11 აპრილი

სააკაშვილი: ჩემი პროგნოზები გამართლდა, ბრავო დონალდ ტრამპ!

მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს დასცინა, რომ სირიაში სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, ვაშინტონი რაკეტებს სირიის მიმართულებით გაუშვებს.

„მეორედ, ჩემი პროგნოზები გამართლდა. ვთქვი, რომ ტრამპი პრორუსი არ იქნებოდა და პუტინის დასასრული მოვიდა! ჩემი გმირი რონალდ რეიგანიც კი არ იყო ასეთი მკაცრი სსრკ-სთან, ბრავო დონალდ ტრამპ!“,-წერს სააკაშვილი.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter- ში დაწერა, რომ რუსეთი “ცხოველის მოკავშირე“ არ უნდა იყოს, რომელიც ქიმიური იარაღის მეშვეობით საკუთარ ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას ღებულობს”. მანამდე, ტრამპმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს “ცხოველს” უწოდა.
ამ პოსტით დონალდ ტრამპი ლიბანში რუსეთის ელჩის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკული რაკეტების შესაძლო ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ტრამპის განმარტებით, რუსეთი უნდა მოემზადოს, რადგან რაკეტებს “გაუშვებენ”.

“რუსეთი პირობას დებს, რომ ჩამოაგდებს ყველა რაკეტას, რომელსაც სირიაში ცეცხლს გაუხსნიან. მოემზადე რუსეთო, რადგან მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები წამოვა. თქვენ არ უნდა იყოთ ცხოველის პარტნიორი, ვინც საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღის გამოყენებით კლავს და ამით სიამოვნებას ღებულობს“,-წერს ტრამპი თავის Twitter-ზე.

2017 წლის 22 იანვარი

მიხეილ სააკაშვილი: ბოლო რამდენიმე კვირაა, კონტაქტი მაქვს ტრამპის ჯგუფთან

“ჩვენ ვთავაზობდით უკრაინულ ტელეარხებს, გაეშუქებინათ ჩემი ყოფნა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ყველა მათგანმა უარი თქვა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მეგობრულად ტირაჟირებას ახდენს იმ ფოტოების, რომელიც რუსეთთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა გადაიღეს, სადაც ცერემონიალის დასრულების შემდეგ გასასვლელთან ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს ველოდები. უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან, მე არაფერი მაქვს დასამტკიცებელი და მოსაყოლი!” – მიხეილ სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციის დროს მასზე გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება.

ბოლო რამდენიმე კვირაა, კონტაქტი მაქვს ტრამპის ჯგუფთან. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ. რაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა, ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას ამ ადმინისტრაციიდან უკრაინის მეგობრებთან.

ისინი აეროპორტში მიღებენ მალულად, მაგრამ ცერემონიალის გასასვლელთან დაკავშირებით სისულელეებს მიგორებენ. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და მტრებს ჩვენი ეშინიათ. გააგრძელონ შავი პიარის აგორება, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ პარტნიორთან და მეგობართან, იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები. უკეთესი იქნებოდა, თავიანთი რესურსი დაეხარჯათ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე და არა ჩემს დევნაზე ტუალეტებსა და აეროპორტში. იმისთვის, რომ მოვიპოვო ჩვენი მოქალაქეების ნდობა, მე არ მჭირდება  ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული ურთიერთობებით სპეკულირება. ჩემი ბრძოლის ველი თავად უკრაინა და უკრაინული პოლიტიკაა, საიდანაც მოვაშორებთ ჩაბღაუჭებულ ბარიგებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

2020 წლის 13 იანვარი

მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი მსოფლიოში არავის აქებდა ისე, როგორც მე

„ახლა დრო არ არის სკამების გაყოფის, ახლა დრო არ არის პროცენტების გადაანგარიშების. ახლა ციხით რომ სრული კატასტროფული მდოგმარეობაა.
მე ვიცი, დეკემბერში გააგზავნა მამუკა კობახიძე (ირაკლი კობახიძე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „აიპრესი“) ვაშინგტონში. მამუკა კობახიძემ, ირაკლი კობახიძემ, რა მნიშვნელობა აქვს, ჩიჩილაკი გააგზავნა, იქ წაუკითხა კონგრესს 15 გვერდიანი ივანიშვილის დაწერილი წერილი, სადაც წერია, რომ ვაშინგტონს მართავენ „ნაციონალები“. ამერიკელებმა უთხრეს – ახლა ამ 15 გვერდიან წერილს დავურიგებთ სხვადასხვა უწყებებსო და ერთ ორ თვეში გაგცემთ პასუხო. თქვენთვის ეს პასუხი არ იქნება ძალიან კარგიო. მაგრა, ეს არის რაც არისო. ზუსტად ვიცი ამერიკელებმა რაც უთხრეს, ჩვენ არც ვფიქრობდით ადრე სააკაშვილის დაბრუნება არ დაბრუნებაზეო, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებთ სიტუაციასო, ჩვენი გვერდითა შეფასებითო…

ნუ მიანიშნეს ივანიშვილს კარებისკენ და უთხრეს, რომ პასუხი იქნება მკაცრი.
მეორეა საერთაშორისო სიტუაცია. მე დონალდ ტრამპთან მქონდა მრავალწლიანი პირადი კარგი ურთიერთობა, მეძახდა მეგობარს. არავის არ აქებდა მსოფლიოში, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ისე როგორც მე მაქებდა.
ივანიშვილმა დონალდ ტრამპს არაერთხელ უწოდა აფერისტი, ლანძღა, აგინა და მისი პროექტი შეაჩერა ბათუმში“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად