სააკაშვილის პასუხი უკრაინის ცესკო-ს: საუკეთესო იურისტები გვყავს, მეც სამი დიპლომი მაქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელსაც მის პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

“გუშინ, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ახალ ძალთა მოძრაობის” კანდიდატებს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ვინ ცდილობდა ამას, “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელი. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საშუალებით ამ იდიოტიზმის დამარცხებას შევძლებთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ საუკეთესო იურისტები გვყავს, მეც ასევე იურისტის სამი დიპლომი მაქვს: უკრაინული, ამერიკული და ფრანგული. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს  დავით საყვარელიძე, რომლებიც ამ ვითარების დარეგულირებას შეძლებენ. ამიტომ, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ოდესის ოლქში კვლავ შევხვდები ადამიანებს”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

ცნობისთვის, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტიის – “ახალი ძალების მოძრაობა” – სიაში შეყვანილ უკრაინის სახალხო დეპუტატობის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

კანდიდატები პარტიას დასახელებული ჰყავდა, როგორც საერთო-სახელმწიფო მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, ასევე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

ცენტრალურ სარჩევნო კომისაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე პაველ სერგის ძე ბოგომაზოვს (მიხელ სააკაშვილის ადვოკატი – “აიპრესი”), რომელსაც სურდა ყიფილიყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით

კომისია მიიჩნევს, რომ საკაშვილის პარტიის ყრილობა, რომელის 10 ივნისს ჩაატარეს, შედგა პარტიის წესდების მოთხოვნების დარღვევით.

ამასთან ერთად ცენტრალური სარჩევნო კომისია აპირებს, გადასცეს შესამოწმებლად პოლიციას “ახალი ძალების მოძრაობის” პარტიის საბჭოს სხდომის დადგენილების ასლი და პროტოკოლის ასლი, და აგრეთვე რიგგარეშე ყრილობის პროტოკოლის ასლი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებამდე კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საკაშვილის უკრაინაში 5 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრების ფაქტი, რითაც მას მიეცა მონაწილეობის უფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...