სააკაშვილის მხარდამჭერი ზუგდიდში: ჩემი სისხლი და ხორცი მეუბნება, კერპად გყავს მიშა და სანდრაო

დღეს, ზუგდიდიში, ფაიფურის დასახლებაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრა გახსნა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც შეკრებილებს მოუწოდებდა “ტაში არ დანანებოდათ” სააკაშვილისთვის და მისთვის ხმამაღლა ეთქვათ რა აწუხებდათ.

თავად კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ თავის მამას წლების განმავლობაში “ფორმა ეცვა”, ახლა კი მუშად მუშაობდა.

“დღეს 300 დოლარად მუშაობს მუშად მამაჩემი და ამიტომ ვარ ახლა აქ.  განა იცის ჩემმა ქმარმა და მამაჩემმა რომ მოვდივარ, სად მოვდივარ? არ იციან, ჩემი სისხლი და ხორცი მეუბნება, რომ კერპად გყავს მიშა და სანდრაო? არა, მე არავინ მყავს კერპად ჩემი მშობლების გარდა, მაგარამ ხომ გაგვიხილა რაღაცაზე თვალები და ვაღიაროთ, ხალხო გავახილოთ თვალი, ერთადერთი თხოვნაა ეს ჩემი…

პირდაპირი ჩართვა ექნება ალბათ, მიშაა, რომელმაც გაგვიხილა თვალი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...