სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში ალტერნატიული მთავრობის სხდომას გამართავენ, კენჭისყრაც ჩატარებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე იტყობინება, რომ ახალგაზრდები ბათუმში ალტერნატიული მთავრობის სხდომას გამართავენ, კენჭისყრაც ჩატარებულია. სააკაშვილის ცნობით, მან ახალგაზრდების ჯგუფს ვიდეოჩართვის საშუალებით კონსულტაციები უკვე გაუწია.

“ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა აჭარის ალტერნატიული მთავრობა და ქალაქის ალტერნატიული მერია. მათ ელექტრონული კენჭისყრის მეშვეობით აჭარის მაცხოვრებლები ჩართეს მათთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში. ეს არის მომავალი მმართველობის მშვენიერი მოდელი.

მე სიამოვნებით გავუწიე მათ კონსულტაციები. პირველი გაერთიანებული მთავრობის სხდომა დაინიშნა ორ კვირაში. მანამდე განაწილდა ფუნქციები, აგრეთვე გამოცხადდება კენჭისყრები სოციალურ ქსელში.
ამ ჯგუფის ერთ ნაწილს ასევე პირადად შევხვდები ლიეჟში თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მან ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს რეალურად ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ ისინი “მთავრობანას” თამაშობენ.

“მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს ალტერნატიული მერია იმიტომ, რომ რეალურად, საქართველოს ახლა ხელისუფლება არ ჰყავს. რეალურად, რაც არის უბრალოდ რაღაც ბანდერლოგების ჯგუფია,რომელიც დაეპატრონა ქალაქს  და “სახლობანას” თამაშობენ. თვითონ თამაშობენ “ექიმობანას”, ესენი თამაშობენ “მთავრობანას”. სინამდვილეში, ყველაფერი გადაჩეხვის გზაზეა გადავარდნილი”,-აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...