სააკაშვილის ექიმი: ორ ჰოსპიტალზეა საუბარი, სადაც სააკაშვილის გადაყვანას ვფიქრობ, რომელსაც ვერ გეტყვით. ეს ჩემი “ვიშლისტია”

“„კონსილიუმის დასკვნას აბსოლუტურად ვეთანხმები. ახლა იყო უსიამოვნო მომენტები წნევასთან დაკავშირებით, რაც დავარეგულირეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დარეგულირება გასტანს დილამდე.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

როგორც ექიმმა განმარტა, გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ავადმყოფებისთვის.

„შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებთან განსხვავებით. გადაადგილდება მძიმედ, სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა და ავედი პალატაში. სამი დღის განმავლობაში არ მიშვებდნენ და დღეს, ჰოი საოცრება, თვითონ დამირეკეს და მითხრეს, თუ შეიძლება მობრძანდიო. იყო ლაპარაკი გადაყვანაზე. პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტალის შესახებ და მე მივეცი მას რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე. გორის ჰოსპიტალის შექმნასა და დაგეგმარებაში ვმონაწილეობდი მეც, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს ომის დროს, მაგრამ გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის.

ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ რომელ კლინიკაში შეიძლება მოხდეს მისი გადაყვანა. ჯერ კონფიდენციალურია. მე რამდენიმე ჰოსპიტალზე ვფიქრობ და უნდა ავწონ-დავწონო. ორ ჰოსპიტალზეა საუბარი, რომელსაც ვერ გეტყვით. ეს ჩემი „ვიშლისტია“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ

კომენტარები
იტვირთება...