სააკაშვილი:მაკკეინი მიყვებოდა, ჩემმა ქალიშვილმა მითხრა ყველაზე არატოლერანტული ხალხი ლიბერალები არიანო

"ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი მე მიყვებოდა, რომ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო ულტრა ლიბერალი და მერე გახდა კონსერვატორიო, რატო იციო? აღმოაჩინა, რომ ყველაზე მოუთბენელი და არატოლერანტული ხალხი მსოფლიოში ლიბერალები არიანო, მეგანზე იყო საუბარი", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა. 

"ყველაზე სწრაფი გზა თავისუფლების დასრულებისთვის ქართულ საზოგადოებაში, არის მარიხუანა, როგორც კი ივანიშვილი გაინაღდებს ნარკო კარტელს მერე იქ თავისუფლება დავივიწყეთ, იქნება მთლიანად მონოპოლიზირებული სტურქტურა, მხოლოდ იქნებიან ის დამნაშავეები, რომლებიც ემსახურებიან ამ კარტელს, საქართველო განადგურდება. 

სახვათა შორის, ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი მე მიყვებოდა, რომ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო ულტრა ლიბერალი და მერე გახდა კონსერვატორიო, რატო იციო? აღმოაჩინა, რომ ყველაზე მოუთბენელი და არატოლერანტული ხალხი მსოფლიოში ლიბერალები არიანო, მეგანზე იყო საუბარი. 

ასევეა ზოგიერთი ქართველი ლიბერალი, რომელსაც ივანიშვილი სასარგებლო იდიოტად იყენებს. თავისთავად გასაგები იყო, რომ ეგრეწოდებული "გირჩის" წასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში წინასწარ დადგმული სცენარი იყო, სრულიად გასაგები იყო "ბასიანის" ისტორია, სრულიად დადგმული სცენარი იყო ეს, ერთის მხრივ ამზადებდა გლეხების გაკოტრებას, მეორეს მხრივ ამზადებდა პოლიტიკურ სცენარს თბილისის ცენტრში, იმიტომ რომ "ბასიანის" შემადგენლობაც, ხომ "ქოცები" არიან, ვიცით ხო?! სრულიად შეთანხმებული მოქმედება იყო", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...