სააკაშვილი: ზურაბიშვილი არის ქურდის ქურდი, მთავარი ქურდი ივანიშვილია

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ “რუსთავი 2”-ის კადრები, რომელმაც დაადასტურა დოკუმენტურად და უტყუარად, რომ არჩევნები იქნა მოპარული. არა მოსყიდული და დაშინებული, უბრალოდ მოპარული ყალბი პირადობის მოწმობებით, ყალბი ბიულეტენებით, ჩაყრით, კომისიის წევრების მოსყიდვით, მათ შორის ოპოზიციის კომისიის წევრების მოსყიდვით და ა.შ.

მთელი წინა საარჩევნო კამპანია ჩვენ გვაკომპლექსემბა ივანიშვილი, სააკაშვილი არ ჩაერიოს და მეორე, ესენი აპირებენ ქუჩაში გამოსვალს და ეს არის საშინელება…

პრაქტიკულად ისინი გვახვევდნენ თავზე თავიანთ თამაშს. მათ ეშინიათ ჩემი და ხალხის ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით მეორესი, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე გვაქვს ოლიგარქთან, რომელმაც მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ანადგურებს  საქართველოს.

თქვენ ნახეთ როგორ გააბანძეს საქართველო. შეხედეთ, ეს სამარცხვინო სია ე.წ. ინაუგურაციაზე ე.წ. პრეზიდენტის ჩამომსვლელების, ნუთუ ეს სია არაფერს გვეუბნება?

ეს ე.წ. პრეზიდენტი ვერასდროს იქნება ლეგიტიმური. თავიდან ბოლომდე ეს არის ქართველი ხალხის მოპარული ხმებით გაყვანილი, ეს(სალომე ზურაბიშვილი) არის ქურდის ქურდი, მთავარი ქურდი ივანიშვილია, რომელსაც თავის მაყურებელი ყავს მოსკოვიდან.

რანაირად შეიძლება თუ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს ამ პროცესს შევეგუოთ? “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 

შეგახსენებთ, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ხვალ თელავში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად