სააკაშვილი: ზუგდიდში იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – პოლიციამ ვერ იმუშავა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„რაც შეეხება სადეზინფექციო და დამცავი საშულებების დარიგებას საქართველოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ამერიკელი ქართველების დახმარებით და ახლგაზრდა, მართლა ძალიან თავდადებული მოხალისეების მონაწილეობით არიგებს თბილისში, მარნეულში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში დ თელავში და სხვა დასახლებულ პუნქტებში ამ საშულებებს.
ბევრგან სახლში მიაქვთ, პოლიციამ თითქმის ყველგან ძალინ მაგრა იმუშავა და ხალხი იცავ უსაფრთოხების დისტანციას.
ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ხალხი ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს პოლიციამ ისე ვერ იმუშავა როგორც იმუშავა წინა დღეებში. და, ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთოხების წესები.
მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ მე ჩემს საჯარო მიმართვაში, რომელსაც აქვს მრავალი ასეულ თასი ნახვა „ფეისბუქზე“ და ნაჩვენები იქნა საქათველოს სხვადასხვა არხზე, მოგიწოდეთ ხელისფლებას რომ ჩვენ გვაქვს ეს დამცავი საშუალებები ბიბლიოთეკაში და შემოგთავაზეთ, მოსულიყავით, წაგეღოთ და თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედი და რატომ არ წაიღეთ?! ჩვენ რას გვადანაშაულებთ?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს, იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად