სააკაშვილი: ზელიმხან ხანგოშვილი ვაჟკაცი კაცი იყო, ვუსამძიმრებ ოჯახს

“ზელიმხან ხანგოშვილი ვაჟკაცი კაცი, საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი იყო”-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს. სააკაშვილი იხსენებს, რომ ხანგოშვილზე განხორციელებული თავდასხმა დღემდე გაუხსნელია. იგი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

“ზელიმხან ხანგოშვილი, რომელზეც დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, ბერლინში მოკლეს.
ის იყო ვაჟკაცი კაცი და საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი, რომელიც ჯერ 2015 წელს თბილისში სასწაულად გადარჩა, 4 ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ამის მერე ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო. ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს, ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია. მე სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს!”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამა წლის 24 აგვისტოს, გერმანიაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის მკვიდრი, ზეილმხან ხანგოშვილი მოკლეს.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” ფიგურირებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკული ხანგოშვილი ის პირი იყო, ვინც  2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ქართველ სამართალდამცავ უწყებებსა და შეიარაღებულ ჩეჩნებს შორის შუამავლობა იკისრა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში “გაგარინის მოედანზე” ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა, რის გამოც რუსეთის ფედერაციის პოლიციამ ხანგოშვილი ძენილად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...