სააკაშვილი: 50 წელზე მეტის ვარ და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადავიტან

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “Цензор.НЕТ”-თან ინტერვიუში აცხადებს.

“ზელენსკი მირეკავს დილის 7 საათზე, მაღვიძებს და მეუბნება: 2 საათში მოქალაქეობას დაგიბრუნებ. და 2 საათში დამიბრუნა მოქალაქეობა. ზუსტად წუთო-წუთზე. უკრაინაში ასეთ რაღაცებს მიჩვეული არ ვარ, მაგარია.” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, რაც უკრაინაში დაბრუნდა, იგი ზელენსკის პირადად არ შეხვედრია, და არც უცდია შეხვედრა, რადგან ფიქრობს, რომ მას ძალიან ბევრი საქმე აქვს “და მეც ჩემი პრობლემები მაქვს” – ამბობს სააკაშვილი.

“მე მას (ზელენსკის) შევთავაზე, რომ თუკი დილის 5 საათზე ჩემთვის დარეკვა და რჩევის კითხვა მოუნდება, დიდი სიამოვნებით გავცემ პასუხს. რეალურად ვფიქრობ, რომ მას კარგი განზრახვები აქვს. მთლიანობაში იგი, როგორც ადამიანი მომწონს. რამდენჯერმე სატელეფონო საუბარი გვქონდა. მომწონს, რასაც ეკრანზე ვხედავ. ძალიან მინდა, რომ წარმატებულიც აღმოჩნდეს. 50 წელზე მეტის ვარ და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადავიტან, მართლა.” – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად