სააკაშვილი: ვფიქრობ, წელს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შევძლებთ

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში აცხადებს.

Deutsche Welle: წელს სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?

მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, წელს ჩვენ მივაღწევთ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, და კი ბატონო, მათ ეს არ უნდათ, მაგრამ უნდა ვაიძულოთ. არ უნდათ? – ვაიძულებთ, არ იციან ორგანიზება? – ვასწავლით. ელექტრონული ხმის მიცემა. არანაირი მაჟორიტარული ოლქები, სადაც ადგილობრივი ოლიგარქები გაიმარჯვებენ… ელექტრონულად, ბლოკჩეინი, არანაირი ცენტრალური საარჩევნო კომისია… ყველაფრის გაკეთება ისეა შესაძლებელი, რომ ვერავინ ვერაფერი მოიპაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...