სააკაშვილი: ვეთანხმები სანდრას – ახლა მხოლოდ წინსვლა, შეტევა შუშის სასახლეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლის სანდრა რულოვსის მოწოდებას ეთანხმება.

“ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ამას ვამბობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ვგრძნობ, რომ ახლოს არის გამარჯვება. უბრალოდ ბევრი დრო არ გვაქვს,  იმიტომ რომ საქართველოს იცლება ხალხისგან და იცლება სისხლისგან, პრაქტუკულად… ამიტომ ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის.  ახლა ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების დრო და საერთოდ დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდა ჯერ წინ წასვლა ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

ახლა ფრონტის გაშლის დროა, ახლა არ არის ჩაკეტილობის და ერთმანეთის გაკონტროლები დრო. პირიქით, ახლა არის წინსვლის, გაშლილობის, ახალი სისხლის, ახალი ენერგიის, ახალი ხალხის ჩართვის დრო. ჩვენ უნდა გამოვიდეთ კაბინეტებიდა და ყველა ქუჩას, ყველა უბანს უნდა მოვედოთ . ხალხ ვაგრძნობინოთ, რომ იმისთის კი არ გვინდა რომ ჩვენი მიზნები გადავწყვიტოთ, როგორც ამას ბევრი პოლიტიკოს აჯეთებს, ბევრი პოლიტიკოსი აკეთებდა ადრე…

ერთ რამეში ვეთანხმები სანდრას – ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე, სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა და რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოოდ უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, იმიტომ რომ ჩრდილოვან სისტემაში არაფორმალურ სისტემაში,ფორმალურად, ვერ ჩაატარებს სწორად არჩევნებს“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერის არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს და მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან შორის, ამომრჩეველმა მერობის “პოსტი” ოცნების” კანდიდატს ჩააბარა.

საბოლოო წინასწარი შედეგები  №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქიში ასეთია:

5 სანდრა ელისაბედ რულოვსი – 42,84 %

41 გიორგი შენგელია – 54,18 %

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...