სააკაშვილი: ვერ მივხედე გურიას სათანადოდ, რადგან ვერ მოვასწარით

“მე ძალიან ბევრი რაღაც დავიწყე თავის დროზე გურიაში. ვერ მივხედე გურიას სათანადოდ, რადგან ვერ მოვასწარით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენისას ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

“გვქონდა გეგმები ბახმაროზე. 2012 წელს თქვენ იცით, რომ გავხსენით ძალიან ბევრი ობიექტი ბახმაროში, 20 ბათუმის ტიპის შენობა ბახმაროში, რადგან სრულიად უნიკალური ადგილია საქართველოში, დაგეგმილი გვქონდა გომის მთაზე სათხილამურო კურორტის მშენებლობა, ისევე, როგორც ბახმაროში სათხილამურო კურორტის.

ჩვენ ვამთავრებდით ფოთის აეროპორტს, რომელიც ნაწილობრივ ებმებოდა გურიას და კიდევ ძალიან ბევრი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა თითოეული გურული ოჯახის კეთილდღეობას.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად