სააკაშვილი ვაშაძეზე: მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა

“მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანი კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.”

ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, გუშინ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც.

ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს.”

აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე TV პირველის ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...