სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილი დაფასებას და პირადად ჩემგან, დიდ მადლიერებას იმსახურებს

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ახლა შურისძიების და დაყოფის დრო არ არის.

„საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში – ახლა ამბობენ, ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც… უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში, სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ნებისმიერს გადაიყვანდა ეს ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა, ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. იგი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს მადლიერებას, რადგან ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგუგუნე, იგრიალე, ოღონდ ერთადერთი დაწერე, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ანგარიშები. მან დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს, რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ.

ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების, ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან კითხვებს, ვაიმე ამ პარტიაში თუ იმაში. რა მნიშვნელობა აქვს. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად