სააკაშვილი:ვალები ჩამომეწერა და მადლობა ბ-ონ ბიძინასო, სინამდვილეში ეს ისედაც უიმედო ვალები იყო

“ივანიშვილი,როგორც ყოველთვის,ცდილობს ჰაერის მიყიდვას ხალხისთვის “ვალების ჩამოწერის” სახით.მისი ბოტები ,ამ დღეებში ხალხს ბომბავენ სამარცხვინო კამპანიით”რა ბედნიერი ვარ,ვალი ჩამომეწერა,დიდი მადლობა ბ-ონ ბიძინას”…”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე ძალიან გამიხარდებოდა,თუ ვინმე რამეს წაგლეჯს ხარბ ოლიგარქს და ამით ოდნავ მაინც შეიმსუბუქებს გაჭირვებას.თუ ვინმეს ეს გამოუვიდა,ვულოცავ ასეთ თანამოქალაქეებს,თუმცა,სინამდვილეში,საუბარია უიმედო ვალებზე,რომელსაც ისედაც ვერავინ ამოიღებდა და გადახდასაც არავინ აპირებდა.ამავე დროს,ათიათასობით ქართველი არის სახლის და ბიზნესის დაკარგვის პირდაპირი საფრთხის წინაშე,ბანკები აგრძელებენ საზოგადოების დიდი ნაწილის დაყაჩაღებას და ივანიშვილი,ხაზარაძე და სხვა მევახშეები,ამაზე ხელის მოთბობას ,ასობით ათასი მოქალაქე განაგრძობს თავისი ხელფასის და პენსიის დიდი ნაწილის ვალებში გადახდას და მათ კიდევ უფრო მეტად მოუჭერენ ხელს.მთელი ეს პიარ-კამპანია,ამ დღეებში ეძღვნება მხოლოდ ერთ საკითხს-გაანეიტრალოს ადამიანების პროტესტი მოპარული არჩევნების გამო.

ამ უდიდესი კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ის,რასაც ჩვენ ვთავაზობთ-უსამართლო ვალების გაყინვა და იპოთეკის პროცენტის მინიმუმ ორჯერ შემცირება.ასევე,დოლარში აღებული ვალების გადათვლა ძველი კურსით”, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად