სააკაშვილი: ვაკეში მაგარი მხარდამჭერები გვყავს, მაგრამ ნუ, ამ პეროიანებთან პრობლემა გვაქვს

"ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოდესის გუბერნატორს ოდესაში ესტუმრა და მის სამომავლო გეგმებზე კითხვები დაუსვა. კითხვაზე: ამბობენ, რომ თქვენ თბილისი არ გიყვართ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: 

"არა… მე ყოველ ღამე მესიზმრება თბილისი, ჩემი გული იქ არის."

კითხვაზე: ამბობენ, რომ თქვენ ვაკე არ გიყვართ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ვაკეში მაგარი მხარდამჭერები გვყავს, ყველაზე მაგარი მხარდამჭრები გვყავს მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩაზე, სახელებით და გვარებით ვიცნობ მათ, ნუ ამ პეროიანებთან პრობლემა გვაქვს.

იმიტომ, რომ იძახიან, ჩვენო ძმაო, ხუთი ოჯახი ვართ თბილისშიო, ეკითხათ ჩვენი აზრი და არ იქნებოდა პრობლემაო, რა. მაინცდამაინც, მაგ 5 ოჯახის აზრი ზუსტად არ მაინტერესებს, ოღონდ მართლა. ყველა დანარჩენის მაინტერესებს. არ მჯერა მე, რომ ვინ მთავრობაც არ უნდა იყოს, ეს ხუთი ოჯახი უნდა წყვეტდეს რამეს. ყველას უნდა ჰქონდეს წინსვლის და პროგრესის საშუალება. 

ახლა არის რეგრესი. რეგრესი რომ შეიცვალოს პროგრესით, ამას სჭირდება დრაივი. შენ თვითონ უნდა გჯეროდეს, რას აკეთებ." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...