სააკაშვილი უკრაინის რადას არჩევნებზე: 3%-ზე მეტი გვქონდა, მაგრამ 5%-იან ბარიერს ვერ ვქაჩავდით

ასე აფასებს უკრაინის რადას არჩევნების შედეგებს, უკრაინაში “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

“ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 %-ზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5 % იან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად.

ძალიან ბევრი კარგი ხალხი შემოგვიერთდა ახლა, ჩემი აღმოჩენილი ხალხი, ჩემი ერთი მოადგილე შევიდა ვაგარჩუკის სიით, მეორე მოადგილე შევიდა ზელენსკის სიით. ჩვენი პარტიის ძალიან აქტიური წევრი, ლიზა ბაკუტსკაიას შევიდა ზელენსკის სიით. ახლა ჩემი აქცენტი არის ადგილობრივ არჩევნები”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახური” ხმათა 42.57% დააგროვა.

პარლამენტში კიდევ ოთხი პარტია შევიდა. “ოპოზიციურმა პლატფორმამ სიცოცხლისთვის, რომელსაც ვიქტორ მედვედჩუკი ხელმძღვანელობს, ხმათა 13.03% მიიღო, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ – “ევროპის სოლიდარობა” – ხმების 8.48% დააგროვა, იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკვიშინამ” – 8.01%, ხოლო სვიტალოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმამ“ 6.26%.
არჩევნების წინასწარი შედეგები ადასტურებს პროგნოზს, რომ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ უკრაინის ისტორიაში პირველად, საკუთარი მთავრობის ფორმირება, კოალიციის გარეშე შეძლო, თუ ის უპირატესობას არ დაკარგავს.

უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნები 21 ივლისს შედგა. პარლამენტში შესვლისთვის პარტიებს ხმათა 5% -ზე მეტი უნდა მიეღოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...