სააკაშვილი: უკრაინაში კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ, მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს, სამშობლოს ვკარგავ…

უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება, კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს, გუშინ მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

“მივმართავ ყველას, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო.

მინდა, ყველას გვესმოდეს, სად ვართ. უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ.

საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას, უნდა ვიყოთ მშვიდები. რუსეთს არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის საბაბი და არც მით უმეტეს, სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, აკეთებს 2019 წელს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად