სააკაშვილი: უკაცრავად, მაგრამ პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს…

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გავრამიასთან ინტერვიუში განაცხადა.”

ნიკა გვარამია: თქვენ ახსენეთ კორტების სპეცოპერაცია სადაც მეტნაკლებად გასაგებია ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ დაჭერილია მაღალჩინოსნები, იმედია ფიქრობთ, რომ  აბსოლუტურად ხელოვნურ საქმეზე პოლიტიკური პატიმრები არიან.

თქვენ მაჩალიკაშვილის საქმეზე და მის მკვლელობაზე განაცხადეთ: თუ ეს შეცდომით მოხდა და ხდება ასეთი ტრაგიკული შემთხვევები, უნდა თქვა და არ უნდა დასცინოდე მთელს ოჯახს. თქვენ არ დასცინეთ გირგვლიანს და რობაქიძეს? შეგახსენებთ, რომ გირგვლიანთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში შსს ცდილობა სხვადასხვა ვერსიების გამოგონებას, სვანური მაფიის, მედიაშიც იყო ეს. შემდეგ ძალიან დიდი ხანი ეძებდა სამართალს ირინა ენუქიძე… თქვენ ხომ იცით რომ ეს პრობლემური საკითხია…

მიხეილ სააკაშვილი: ორ სამ დღეში ის ხალხი ვინც…

ნიკა გვარამია: არ იყო ეს ორ სამ დღეში… პროცესი გახსოვთ სადაც მოსამართლეს პროკურორი კარნახობს?

მიხეილ სააკაშვილი: ვიცი რომ ეს ადამიანები რამდენმე დღეში დააპატიმრეს.

ნიკა გვარამია: რატომ არ გადააყენეთ შს მინისტრი?

მიხეილ სააკაშვილი: ეს სხვა საკითხია. ახლა ორ სხვადასხვა… ეს იყო შეცდომა. ვანო(ვანო მერაბიშვილი) არ გადაყენება იყო შეცდომა. მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, არ შეიძლება, ახლა ასეთი სიტუაციაა.  ორი სამი დღის შემდეგ ავიღე ჩემს თავზე დარტყმა, რაც ვფიქრობ შეცდომაა.

მოდით ვთქვათ რაც იყო, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებელი მკვლელობა იყო. ის ხალხი ვინც მონაწილეობდა ყველა დაიჭირეს  და ციხეში აღმოჩდა.

ნიკა გვარამია: რატომ გაუნახევრეთ სასჯელი ამ ადამიანებს?

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ რომ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. 2008 წელს ომი დაიწყო და სამხედო  მოსამსახურეები იყვნენ…

ნიკა გვარამია: მაშინ რატომ დაწერა სტრასბურგმა რომ ეს ორკესტრირებული იყო და ვერტიკალის თავში სააკაშვილი იყო?

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ რომ წულუკიანმა დაწერა დასკვნა. წულუკიანს ჰქონდა პირადი დაინტერესება.

რაც შეეხება რობაქიძის ისტორიას, უკაცრავად ასეთი რამე ამერიკაში ყოველ დღე ხდება. ძალიან ხშირად ხდება. ეს არის სრული იდიოტიზმი. უკაცრავად ძალიან ბევრგან ხდება რომ პოლიცია უდებს იარაღს, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს… ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ეს იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, სადაც არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი. რას მოვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა სახელმწიფო რა იყო. გამოუცდელები ვიყავით, გავა კიდევ 5 – 6 თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება რაზეც ამდენი დავა მიდის.

ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. დღევანდელი  გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, თუ რაც იყო გაუფრთხილებელი, არც რობაქიძის თემასთან არ ვარ კავშირში და ბოდიშს ვიხდი მაგრამ, დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...