სააკაშვილი: წულუკიანმა იჩალიჩა, რომ სტრასბურგში მეორე ქეისი საქართველომ წააგოს

“მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს” – განაცხადა მთავარ აქცენტებთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

“რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება და სამიზნე ვარ მე. მე მართლა მზად ვიყავი ნებისმიერი ჩვენება მიმეცა და ძალიან ადვილად შეეძლოთ ჩემთან მოსვლა და ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ, ეს გააკეთეს საქართველოში, სადაც ვრცელდებოდა სუსის და ივანიშვილის გავლენა. ივანიშვილმა გადაიხადა ცრუ ჩვენებებში ფული, ახლა ზუსტად არ ვიცი, სანთელი არ მჭერია, მაგრამ ინფორმაციები მაქვს.” – განაცხადა სააკაშვილმა.

“როცა იძახიან, სააკაშვილის დროსაც გარბოდა ხალხიო, სრული სისულელე, სააკაშვილის დროს მეტი ადამიანი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა, მილიონ სამასი ათასი ადამიანი გაქცეულია საქართველოდან…” -განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ამავე ინტერვიუში ჰააგის სასამრთლოში საქართველოს საქმესაც შეეხო.

ეკა კვესიტაძის კითხვაზე, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, რა ბერკეტს გამოიყენებს ის ამისთვის, სააკაშვილმა განაცხადა: პუტინი მოითხოვს, რომ ბოლომდე გამოცხადეეს ღიად ნეიტრალიტეტი, იმტომ რომ პუტინს კარგად ვიცნობ. წარმოიდგინეტ, რისი იმედი აქვთ მათ. ჩემი აზრით ისინი მოახდნენე ჩვენი საზოგადოების სრულ დემორალიზებას, მოახდენენ ჩვენი სამხედროების სრულ გამტყუნებას ჰააგის სასამართლოში და იტყვიან, ჩვენ რას შუაში ვართ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ გაგამტყუნათო. სტარბურგში ვაგებთ მეორე საქმეს, იქ გვაქვს ორი ქეისი, სტარსბურგში ადამიანის უფლებათ სასამართლოში, იქაც წულუკიანმა იჩალიჩა რომ მეორე ქეისი საქართველომ წააგოს, რომელიც თავის დროზე შევიტანეთ და ასპროცენტიანი მომგებიანი ქეისია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად