სააკაშვილი: “ტლუ” ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას არ შევეგუებით!

"ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას მიუხედავად დიდი ზეწოლისა",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

"გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი ცდილობს, დანერგოს განხეთქილება, უიმედობა, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა! ჩვენ გვინახავს ბევრად უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით, თუ რა არის პროგრესი, რა არის აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს, რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, როდესაც ერთ მუშტად ვართ შეკრული. 

ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას მიუხედავად დიდი ზეწოლისა. ჩვენ ყველა საბრძოლო ველი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი იდეების გასატარებლად. უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები, ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა პოლიტიკური საქმიანობის, პროტესტის, აზრების გამოხატვის. 

ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი "ტლუ", რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას. საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს. 

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, მეორე ტურის არჩევნებზე ჩვენი აქტიურობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ ასევე უნდა ვუთხრათ იმას, ვისაც უღალატეს პარტიებმა, რომელთაც ხმა მისცეს. ჩვენ ამაზე წინნასწარ ვაფრთხილებდით და ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. მათმა ამომრჩეველმა არაფერი დააშავა და მეორე ტური სწორედ მათი არჩევანის დაფიქსირების საშუელაბაა. ბრძოლა გრძელდება და ამ უბედურებას ბევრად მალე მოვიშორებთ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში. საქართველოში უამრავი მომხრე გვყავს. 600 000-ზე მეტმა დაგვიჭირა მხარი და ეს ცოტა არ არის. თითოეულ მათგანს მადლობას ვეუბნები. მომავალშცი უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი და ჩვენც გვაქვს თქვენი იმედი ისე, როგორც არასდროს",- განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად