სააკაშვილი: თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, საქართველოში ხალხის მობილიზაციას გამოვაცხადებთ!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ირწმუნება, რომ თუ ხელისუფლება შუალედურ არჩევნებს გააყალბებს ან მოიპარავს, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხის საყოველთაო მობილიზებას შეეცდება.

“ან შეეგუებით, რომ ნელ-ნელა, თანადათან  ხელისუფლება გადადის წყნარად საზოგადოების, ხალხის ხელში და სანდრას ვერ მოუგებ, სარკეში ჩაიხედე ბიძინა, თუ რაც გქვია. სარკეში ჩაიხედე, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას.  შეხედე სანდრას და შეხედე შენს თავს, შენს გარემოცვას. ან თქვენ წყნარად აძლევთ ხელისუფლებას ნელ-ნელა ხალხს, ან ჩვენ ყველა უნდა ვმობილიზდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე მიხეილ საააკშვილი, ამას არ გავატარებ.

თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ გამოვაცხადებთ მობილიზაციას საქართველოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები საქართველოში გაუქმებულია. ამას ნამდვილად არ შეეგუება სანდრა, ამას ნამდვილად არ შევეგუები მე, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით ხალხის მობილიზაციას ყველგან, სანამ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება და ნორმალური არჩევნები არ იქნება. ეს კარგად დაიმახსოვრეთ”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...