A1 ბანერი

სააკაშვილი: “თქვენ მართლა საცოდავებო, 800 კაცი ჩამოვიდა მსოფლიოდან”

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

“მე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა გუშინწინდელ ღონისძიებაზე ქალაქ ლიეჟში. პირველ რიგში კიდევ  ერთხელ მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, ზოგიერთი კალიფორნიიდან, ნიუ-იორკიდან, ტორონტოდან, ესპანეთიდან, კანადის შორეული ადგილებიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან და მრავალი საათი იფრინა ძალინ ბევრი ქვეყნიდან.მე თვითონ ვიყავი გაოგნებული  გეოგრაფიით. მეცინება რომ ამბობენ, ვაიმე დარბაზში შეუვსებელი ადგილებიო… თქვენ მართლა საცოდავებო, 800 კაცი ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან, 800 კაცი ჩამოვიდა თავისი ფულით მთელი მსოფლიოდან და შეიკრიბა ერთად. ისეთი მაგარი საინტერესო ხალხი ჩამოვიდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...