A1 ბანერი

სააკაშვილი: სომეხისთვის ყველა სომეხია, ვენაცვალე და ქართველისთვის, ვინც არ მოსწონს, ისაა სომეხი

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქართველები ჭამენ ერთმანეთს, ხოლო თუკი ქართველმა გაიგო, რომ სხვა ქართველმა უცხოეთში წარმატებას მიაღწია, არ უხარია.

“ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთზე ჭორაობს. მაგალითად, ქართველმა თუ გაიგო, რომ ვიღაც სხვა ქართველმა წარმატებას მიაღწია კალიფორნიაში, წესით უნდა გაგიხარდეს, ხო? იტყვის, – ვინ, ბიჭო, იმ დებილმა? ეგ ჩემ გვერდით კლასში სწავლობდა, ეგ რა დებილი იყო, მაგას სულ თავში ვურტყამდით, რანაირად მიაღწია წარმატებას?! ცხვირმოუხოცავი, ჟღვლინტიანი დადიოდა, წავუთაქებდით ხოლმე, სიგარეტზე ვაგზავნიდით ხოლმე.

გვშურს სომხების. სომეხს რომ ჰკითხო, ყველა სომეხია. ვენაცვალე. ქართველს რომ ჰკითხო, ვინც არ მოსწონს, ის არის სომეხი. ამაში ჰყავს ჩაწერილი ნახევარი საქართველო ჩემი ჩათვლით.” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

უსმინეთ მიშა ლაპარაკობს თავის ბავშობაზე! 😁😁😁 გაიხსენა ბავშვობა! 😂💛💚🧡

Posted by სარკაზმი ქართულად on ორშაბათი, 04 თებერვალი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...