სააკაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე: რა 43 %, ბაზარში ვართ? ვვაჭრობთ? ყველს ვყიდულობთ 2 კილოს თუ რა?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მშელის ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტში კითხვის ნიშნებია.

“მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან მომენტად, რომ პირველად, პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ჩვენ ვიცით რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, იმიტომ რომ წინა არჩევნები იყო მოპარული და ბოლომდე გაყალბებული. ამიტომ, ეს რომ აღიარეს როგორც პრინციპი ეს არი მნიშვნელოვანი.
ახლა მეორე საკითხი, აქ არის ეშმაკი დეტალებში. 43 % რატომ? რატომ არ არის 50%? ახლა ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, რა 43 %? ბაზარში ვართ? ვაჭრობთ? ყველს ვყიდულობთ 2 კილოს თუ რა?
და ეს 43 პროცენტი ვინ უნდა დაითვალოს, თამარ ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში 8 პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკოში და ეს რვავე წევრი იქნება ქართული ოცნების წევრი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “დღის სტუმარში”.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტით, თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...