სააკაშვილი: სასწრაფოდ უნდა დავიწყო ვარჯიში, ჩავდგე ფორმაში და დავეწიო ამ ახალგაზრდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე აქცია პერფომანსის “დააბი პრეზიდენტი” ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ახალ თაობას შემოქმედებითი მიდგომა აქვს. იგი ასევე ხუმრობით წერს, რომ სასწრაფოდ ვარჯიში უნდა დაიწყოს, რათა ახალგაზრდებს ფეხი აუწყოს და დაეწიოს.

“ამათ ეს ჯოჯოები როგორ გაუმკლავდებიან! ნახეთ, რა ლამაზად გამოიყურებიან, რა შემოქმედებითი მიდგომა აქვთ, რა კარგად საუბრობენ, მათ შორის ინგლისურად. ესაა ჩემი ოცნების თაობა! ვგიჟდები მათზე! სასწრაფოდ უნდა დავიწყო ვარჯიში, რათა ფორმაში ჩავდგე და ცოტათი მაინც დავეწიო”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...