სააკაშვილი: სარკეში ჩაიხედე ბიძინა, შენ რანაირად შეიძლება არჩევნებში სანდრას მოუგო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებში მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს. სააკაშვილი ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად მას “სარკეში ჩახედვას” ურჩევს.

“ასე, რომ მინდა ახლა ივანიშვილს მივმართო. მომისმინე კარგად შენ, ეს  არჩევნები სანდრას მოგებული აქვს. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მანეულში და ყველაგან მთავრობას აქვს წაგებული. უბრალოდ, აქ საკითხი დგას ძალიან მარტივად- ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველო შენი დუქანი არ არის, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება.

ან შეეგუებით, რომ ნელ-ნელა, თანადათან  ხელისუფლება გადადის წყნარად საზოგადოების, ხალხის ხელში და სანდრას ვერ მოუგებ, სარკეში ჩაიხედე ბიძინა, თუ რაც გქვია. სარკეში ჩაიხედე, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას.  შეხედე სანდრას და შეხედე შენს თავს, შენს გარემოცვას. ან თქვენ წყნარად აძლევთ ხელისუფლებას ნელ-ნელა ხალხს, ან ჩვენ ყველა უნდა ვმობილიზდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე მიხეილ საააკშვილი, ამას არ გავატარებ”,-ირწმუნება მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...