სააკაშვილი: საქმე კეთდება მუშტის დარტყმით, საქმე კეთდება მთავრობის წევრების ეგრევე მოხსნით, ციხეში გაშვებით

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” კიდევ ერთხელ ისაურა ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილ პრობლემებზე და განაცხადა, რომ ასეთი რამ მის დროს ვერ მოხდებოდა.

“ჩემი აზრით, ივანიშვილი, რომლისთვისაც გუდაური და ბაკურიანი არის მიზიდულობის ცენტრი,დიდი ალბათობით ხელს უწყობს დივერსიებს. რომ ეს კურორტებიც უფსოდ ჩაიდოს ჯიბეში. მას აქვს ოფსესია, რომ საქართველოში ყველაფერი უნდა იყოს მისი.

მაგრამ ამას გარდა ეს ხომ რეპუტაციის საკითხია? მერე ტურისტები ერთმანეთს მოუყვებიან და რამდენიმე წელი უნდა, რომ აქედან ამოძვრე.

ჩემს დროს ეს რომ მომხდარიყო მთელს მთვრობას წამოვყრიდი. ჯერ ერთი, გაებედათ და მომხდარიყო! ყველამ იცოდა რომ პროფილაქტიკა უნდა ჩაეტარებიათ ყოველ წელიწადს, თორე ჰაერში ავწევდი.

რომ მომხდარიყო მთელი მთავრობა ჩავიდოდა, მეთვითონ დავიჭერდი ხელში ნიჩაბს და წყალს გავაკეთებდით. ახლა ესენი ქეიფობენ მცხეთაში.

საქმე კეთდება მუშტის დარტყმით, საქმე კეთდება მთავრობის წევრების ეგრევე მოხსნით, ციხეში გაშვებით ვინც კორუფციაში გაეხვევა, საქმე კეთდება მათი ნათესავების შეზღუდვით, რომ ცხვირი და დინგი არ ჩაყონ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად