სააკაშვილი: საქართველოში მინიმუმ ყოველი მეორე, ჩემი მხარდამჭერია

მიხეილ სააკაშვილსა და ელისო კილაძეს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილმა ელისო კილაძის სტატუსი გააზიარა, სადაც ეწერა:

ელისო კილაძე: აქამდე მეგონა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი !
არ მაქვს არანაირი ინფორმაცია,რა დავალებებს იღებდა და იღებს ეს ჯგუფი მიხეილ სააკაშვილისგან,კატეგორიულად ვემიჯნები ამ პროცესს და ყველა იმ პირის ქმედებას ,ვინც თვლის რომ სააკაშვილი მისი სარდალია !
ამ ჩართვისას თბილისში არ ვიმყოფებოდი,ადგილზე არ იყო ზაზა სარალიძე !
8 იანვარს ვბრუნდები თბილისში,მოვითხოვ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრებას და განმარტებებს ,რა ბრძანებებზეა საუბარი(თუ ასეთი არსებობს ბუნებაში )
ვიხსნი პასუხისმგებლობას ვიწროპარტიულ ქმედებებზე და სამომავლო გეგმებზე!

სტატუსის დაწერის მიზეზი კი მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც მეტსახელად “მათე ბიჭს” უწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოახსენეს.

საუბრისას “მათე ბიჭმა” მიხეილ სააკაშვილს მიმართა როგორც მთავარსარდალს და აცნობა, რომ მის ყველა ბრძანებას 5-იანზე ასრულებს.

ელისო კილაძის სტატუსს მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:

“საქართველოში მინიმუმ ყოველი მეორე, ჩემი მხარდამჭერია. თურმე, აწი ნებართვა გვჭირდება იმაზე, თუ როგორ და რა თემებზე უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, სად და ვის უნდა გამოვუხატო თანადგომა (აბა დავალებებს და მითითებებს მე არ ვიძლევი) ვერ ეღირსება ოლიგარქი ამ კავშირის შეზღუდვას. საბედნიეროდ, ყველა და ყველაფერი, ფულზე არ იყიდება.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...