სააკაშვილი: საქართველოს შსს-ს მივმართავ სრულიად საიდუმლოდ, მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყე

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

“საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ. მართალი ხართ, გავრილოვის რამე მე მოვაწყე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა ინდ ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცი, ქუცნაშვილი ჩვენი „ ნაციონალურ მოძრაობის „საიდუმლო წევრია. გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, რა თქმა უნდა მე დავავალე.
ახლ ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, იმიტომ რომ მე ხომ 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლო 5.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული.
რა ვიცი ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ? დაველაპარაკოთ და ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად