სააკაშვილი საქართველოს მთავრობას: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად… მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა, დანარჩენები ნაცნობობით გადანაწილდა თქვენ ნათესავებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?
გუშინ, 31-ში ვარშავიდან ჩანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული “სკაიაპით“ რომელსაც უნდა წამოეყვანა 190-მდე ჩვენი თანამემამულე, გაუსაძლის მგომარეობაში მყოფი, უფასოდ! და საერთოდ, მზად ვართ თვითმფრინავები ევროპიდან წამოვიყვანოთ.” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად