სააკაშვილი საქართველოს მთავრობას: არაფერი გვინდა თქვენი, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა!

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში

“მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენ ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა, დანარჩენები ნაცნობობით გადანაწილდა თქვენ ნათესავებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე, რას დასცინით ხალხ?
გუშინ, 31-ში ვარშავიდან ჩანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული სკაიაპის“ რომელსაც უნდა წამოეყვანა 190-მდე ჩვენი თანამემამულე, გაუსაძლის მგომარეობაში მყოფი, უფასოდ! და საერთოს მზად ვართ თვითმფრინავები ევროპიდან წამოვიყვანო.
5000 ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, რაც არაფერი დაგიჯდება, პირდაპირ მივუყვანთ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სასტუმროებში და იქ იქნებიან 2 კვირა, რომ არავის შეუქმნან საფრთხე.
მაგრამ, ეს ხალხი არის გაუსაძლის პირობებში, საჭმლის ფული არ აქვთ. ქუჩაში არიან გამოყრილები . თუ ამ ხალხს არ სცემთ პატივს, თქვენ თავს ეცით პატივი, საქართველოს საბოლოოდ თავი ეჭრება, ასე არ შეიძლება მოექცეთ საკუთა ხალხს.
რეისების შეთავაზებ ძალაშია, არაფერი არ გვინდა თქვენი, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა!
მე მინდა მივმართო ემიგრანტებს, გამოაფხიზლეთ ეს მთავრობა, გაუგზავნეთ წერილები, თხოვეთ საელჩოებს დაუშვან ეს რეისები. უფასოდ მიგვყავხართ საქართველოში. უბრალოდ, ივანიშვილი თავის ხუშტურები გამო, ამის უფლებას არ აძლევს გახარიას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად