მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს – არ არის “ნაცებად” და “ქოცებად” დაყოფის დრო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მთავრობას მიმართავს

“ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც არ აქვთ რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომელიც უკვე არის დანიშნული. ამიტომ მე მოვიძიე ჩემი მეგობრების დახმარებით რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები რომელიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანს საქართველოში ათას ადამიანს გერმანიიდა,ნ იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ასევე ამის პარალელურად ჩვენ ვსაუბროთ იმაზე, რომ ავტობუსით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, რა თქმა უნდა თუ იქნება თანამშრომლობა თქვენი მხრიდან.
ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია „სკაი აპი“ რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს. ევროპიდან უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები და ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ იმაზე, რომ ისინი მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას.
უკვე ველაპარაკე საქართველოში ბიზნესმენებს, თორნიკე კოპალეიშვილმა თავისი ორი სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის, როგორც ვიცი „მეტეხი“ გამოცდა საქართველოს მთავრობას, ჩემი სახლი ყვარელში შემოათავაზებულია, სანდრას სარეაბილიტაციო ცენტრი შემოთავაზებულია. ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა შეთავაზება.
ჩვენ მზად ვარ დაგეხმაროთ იმაში, რომ ყველა ეს ადამიანი უსაფრთხოდ მოვათავსოთ კარატინში და არ შევქმნათ არანაირი პრობლემა საქართველოს დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის. მაგრამ, ხალხის მიტოვება არ შეიძლება.
მე დღეს ნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მან დღეს თქვა – სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა. თუნდაც კერძო პირი ვიყო, დავივიწყოთ რომ თუნდაც როდესმე ვიყავი პრეზიდენტი, რომელსაც რაღაც გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის. კერძო პირებს ინიციატივა თქვენ ახლა უნდა გაიზიაროთ, იმიტო რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი კაპიკი.
მხოლოდ გიჯდებათ ის რომ უნდა მოგცეთ ნებართვა ეს ხალხი შემოვუშვათ საქართველოში. ჯერ ათასი ადამიანი, შემდეგ დამატებით 4000 და რამდენიმე ათასი ასევე ავტობუსებით. აი, ეს არის ჩემი შემოთავაზება.
მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ გადავდოთ ყველანაირი განსხვავებები და ყველამ ერთად მივხედო ჩემს ხალხს. პოლიტიკა გადავდო შემდგომისთვის ხალხნო.
აგერ არის , კონკრეტულ რაღაცას გეუბნებით უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და იმედი მაქვს რომ ახლა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ან მინიმუმ არ შეუშლით ერთმანეთს ხელს.
არ არის ახლა დრო „ნაციონალებად“ და ქოცებად“ ქვეყნის გაყოფის. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, ყველა უსაფრთხოების ზომა დავიცვათ. მაგრამ, დავეხმაროთ ამ ხალხს. ძალიან გთხოვთ, ამას ვაკეთებ მთელი გულით და იმედია მთელი გულით მიუდგებით ამ საქმეს. ყველანი ქართველები ვართ და მოვიქცეთ როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მაშინ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი გამოგვივა“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად