მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის

ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა,  ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო სახე მოდის, მას უკრაინაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესტუმრა ბოლო წლების განმავლობაში და სამახსოვროდ საქართველოს რუკაც უსახსოვრეს.

„მე საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის. მე პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არასდროს ვიყავი ჩართული. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გყვავს საქართველოში. ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის პოლიტიკაში. ბოლო წლებში ასობით ახალგაზრდა იყო ჩამოსული აქ, აი, ამ სახლში და მათი ჟრიამული ისმოდა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. მაჩუქეს საქართველოს რუკა, რომელიც მუდმივად თან მკიდია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა მიხხეილ  სააკაშვილმა.

შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელინსკის გადაწყვეტილებით,  მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად