სააკაშვილი: საქართველოს რკინიგზა ჩემ დროს იქცა ზემომგებიან საწარმოდ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რკინიგზის შემოსავლებთან და ზარალთან დაკავშირებით, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ზარალი, რომელიც რკინიგზამ გასულ წელს იწვნია, ბიძინა ივანიშვილის ქმედებებით არის გამოწვეული.

"რკინიგზა ჩემ დროს იქცა ზემომგებიან საწარმოდ და მისი კაპიტალიზაცია მილიარდ დოლარამდე გავზარდეთ.

როგორ? ისე რომ არ ვიპარავდი და არ ვაპარინებდი… ივანიშვილმა ჯერ კაპიტალიზაცია ათჯერ შეამცირა და ახლა ზარალზე დასვა-რატომ, იმიტომ რომ ის და მისი " საყვარელი დეიდაშვილი" ყველაფერს იპარავს. ამ დრამის შემდეგი აქტი იქნება აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა და ამას დაასაბუთებენ დანარჩენი რკინიგზის შემცირებული მონაცემებით.

სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ეს ხალხი მართვის სადავეებს", – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად