სააკაშვილი: საქართველო მაფიოზებს გამოვგლიჯე ხელიდან და აშენებული ქვეყანა დავტოვე!

"მხოლოდ სრულიად დებილსა და გონებრივად ჩამორჩენილს შეიძლება ეგონოს, რომ მე და ჩემი გუნდი აქ ფულის საკეთებლად ჩამოვედით. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი და ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, მე იქ არაფრით მივედი და არაფრით წამოვედი და ძალიან მეამაყება ამის, რადგან ჩემ უკან აშენებული ქვეყანა დავტოვე." – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინული ტელემაუწყებლობის გადაცემაში "უკრაინა 112" -ში განაცხადა.

"თითოეული უკრაინელი, რომელიც იქ იმყოფებოდა, დაინახავდა, რაც ავაშენე. ეს ყველაფერი ასე უბრალოდ  კი არ შენდება, მანამ სანამ საქართველოს ავაშენდები, პირველ რიგში იგი მაფიოზურ კლანს გამოვგლიჯე ხელიდან, რომლებიც კიევის მხარდაჭერას გრძნობდნენ. ძალიან მინდა, რომ ავაშენო ოდესა და ძალიან მაგარ ქალაქად ვაქციო.

ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, გავატარებთ ნადმვილ რეფორმებს. ეს ოდესის ბრძოლა არაა, ეს კიევის კლანებთან ბრძოლაა, ეს ის კლანებია, რომლებიც რეალურად მართავს ფულს. როგორც საყვარელიძემ თქვა, ჩვენ თავი "შესანიშნავი შვიდეული" გვგონია, რომელიც ქალქში შევიდა და ყველა მხრიდან ესვრიან, ეს ასეა და ჩვენც ყველა მხრიდან ვესვრით", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...