სააკაშვილი: საქართველო იცლება ხალხისგან, იცლება სისხლისგან, ახლა ხელების ჩამოშვების დრო არაა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ამას ვამბობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ვგრძნობ, რომ ახლოს არის გამარჯვება. უბრალოდ ბევრი დრო არ გვაქვს,  იმიტომ რომ საქართველოს იცლება ხალხისგან და იცლება სისხლისგან. მიტომ ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის.  ახლა ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების დრო და საერთოდ დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდა ჯერ წინ წასვლა ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

ახლა ფრონტის გაშლის დროა, ახლა არ არის ჩაკეტილობის და ერთმანეთის გაკონტროლები დრო. პირიქით, ახლა არის წინსვლის, გაშლილობის, ახალი სისხლის, ახალი ენერგიის, ახალი ხალხის ჩართვის დრო” – განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...