სააკაშვილი: საქართველო არის საექსპერიმენტო მოედანი, ფინთი გოიმებივით, ხან ერთ ჯგუფს ააგდებენ, ხან – მეორეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსული ჰიბრიდული ომის საექსპერიმენტო მოედანია. მისი თქმით, გარკვეული ძალები ხან ერთ ჯგუფს “ააგდებენ” ხოლმე მოსახლეობის, ხან – მეორეს.

„მართლა ფინთი გოიმებივით ააგდებენ ხან ერთ ჯგუფს მოსახლეობის, ხან მეორეს. ეს თემები რომ იქ ევროპა არის გარყვნილობა და უბედურობა, სხვათა შორის სრული სისულელე. ის თემები რომ ჟურნალისტები ამის პროპაგანდას აკეთებენ, ჟურნალისტები აშუქებენ იმას, რაც არის. ის თემები რომ სისხლიანი 9 წელი, რომელიც ასევე ფინთი გოიმებივით ჭამეთ ბევრმა. ეს ყველაფერი ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არის ჰიბრიდული რუსული ტექნოლოგიები, რომელიც ამდენი წელი ხმარობენ ამდენ ქვეყანაში. საქართველოში შემოუშვეს მათი პროგპაგანდის საშუალება, მუშაობს რადიო სპუტნიკი, რომელიც უკრაინაში აკრძალულია, იგივე ბალტიის ქვეყნებში.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არის მათი მთავარი იარაღი. სამწუხაროდ, იმ პირობებში როდესაც მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაო გვყავს, პირდაპირ ჰყავთ მეხუთე კოლონა და აგენტურა. ვერ ვხედავთ, რომ ასე არის? ნახეთ ფეისბუქზე როგორი აქტივობა აქვთ გაჩარღებული რუსულ ბოტებს ყველა ამ თემაზე. ბოტ ქარხნები მუშაობენ, ვასაძე იყო, გაუშვეს სადღაც მოაშორეს, ახლა გახარია ჰყავთ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მთელი გარემოცვა ჰყავთ”, – თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...