სააკაშვილი: სანდრა მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია.

“თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აბსოლუტური უპირატესობა აქვს. ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს, ხალხის განწყობაც ამაზე მეტყველებს. რათ გინდათ გამოკითხვა, რა გამოკითხვა გჭირდებათ იმისთვის, რომ გაიგოთ ხალხი არის გაბრაზებული, გამწარებული. ასობოთ ათასი ადამიანი ტოვებს საქართველოს.

ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა.  როგორც შეიძლება, რომ არ ჰქონდეს. ერთის მხრივ არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იმიტომ კი არა, რომ ჩემი ოჯახის წევრზეა საუბარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო. მეორეს მხრივ, არის მძარცველი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და რომელმაც დააყენა მორიგი, თავისი გოდორი იქ ერთ-ერთ კანდიდატად, რა მნიშვნელობა აქვს, მორიგი თავისი შნირი. აი, ამ სიტუაციაში, სანდრას ეს არჩევნები პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...