სააკაშვილი საარჩევნო შეთანხმებაზე: ივანიშვილის სისტემა დატორტმანდა, ბოლომდე უნდა წავაქციოთ

საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც.

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს. და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.”-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად