სააკაშვილი: რიჩარდ ლუგარის საჭმელს გადაგვაყოლეს და ამ საჭმელმა რა მოგვიტანა ვხედავთ

” ჩემი ერთ-ერთი საქმე, რაც არის აღძრული არის რიჩარდ ლუგარის მასპინძლობის ხარჯები თბილისში”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთავარი არხის ეთერში, განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შექმნის ისტორია გაიხსენა და განაცხადა:

“მე აღმოვჩნდი ვაშინგტონში, გვქონდა სადილი და იქ ვუთხარი ლუგარს – რად გინდა უკრაინა, საქართველოში გახსენით ლაბორატორია-მეთქი… საქართველოში გაქვთ ბიოლოგიური იარაღიო მკითხა და მართალი გითხრათ, მოვიგონე, მოვიტყუე. მე მგონი, საქართველოში არ იყო ბიოლოგიური იარაღი. ცოტა ვიბლეფე მართალი გითხრათ. დაუჯდა ჭკუაში. პრეზიდენტი გავხდი თუ არა, შევხვდი ვახშამზე პირველი ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს აშშ-ში და იქ საბოლოოდ დავარტყით ხელი ხელს”-ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რაც რიჩარდ ლუგარის მასპინძლობის ხარჯებს ეხება “ანეკდოტია”

“უბრალოდ, ანეკდოტი, ლუგარის ლაბორტორიას რაც ეხება, ჩემი ერთ-ერთი საქმე, რაც არის აღძრული არის რიჩარდ ლუგარის მასპინძლობის ხარჯები თბილისში. რიჩარდ ლუგარს საჭმელს გადაგვაყოლეს, ამ საჭმელმა რა მოგვიტანა მგონი, ყველა ვხედავთ”-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად