სააკაშვილი: რანაირად მოახერხა ივანიშვილმა ქართველების გაციგნება და გენეტიკური კოდის შეცვლა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტნა მიხეილ სააკაშვილმა ბერლინში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ის, რაც მე ვნახე მონპელიეში, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაში ვნახავდი ქართველებს. რამდენიმე ათეული კარავია, ასეა მთელ საფრანგეთში, ბევრ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს გადაედება შვედეთს, შეიძლება გერმანიასაც, მაგრამ საფრანგეთში რამდენიმე ათეული კარავი, რაც ვნახე, ქართველები ცხოვრობენ სრულიად ანტისანიტარიულ პირობებში, ცივა ღამე. საპირფარეშომდე კილომეტრამდე მანძილია. ნაგავი აღარ გააქვთ და ეს კავები ჩაფლულია ნაგავში.

და ჩამოსულია ოჯახები, ვირაცა ბომჟები კი არ არის. აქ არის ხალხი, ვინც გუშინ მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელად, ექთნად დიდ კლინიკაში, შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ცოტა ხნის წინ პოლიციაში მუშაობდა, სკოლის მასწავლებელი, არის მამა, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს 3 შვილი და კარავში არიან მამა და სამი მცირე წლოვანი ბავშვი, დედა დარჩა საქართველოში. სრულიად არანორმალურ პირობებში არიან.

არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არიან ერები, რომელბსაც სისხლში აქვთ მომთაბარეობა და კარავში ცხოვრება მათი წარმომადგენლისთვის შეიძლება რაღაც კულტურის ნაწილიც იყოს. ქართველებს არასდროს ქონდათ ეს სისხლში კარვებში ცხოვრება, რანაირად მოახერხა ამ კაცმა ივანიშვილმა, ქართველების ჩაყენება ციგნების მდგომარეობაში, მე ამ სტერეოტიპის მომხრე არ ვარ მაგრამ, რანაირად მოახერხა ქართველების გაციგნება,  ქართველების გენეტიკური კოდის შეცვლა ასე, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება. კიდევ უფრო მაკვირვებს, რეაქცია რაც იყო სოციალურ ქსელებში. ყველა ერთად აკრიტიკებს ამ ხალხს, რომ რატომ ხართ კარვებში, რას გავხართო. მე ვერ შევატყე, რომ ის ხალხი იქ არის პოზისთვის. დავინახე სასოწარკვეთა. არის ქალბატონი, რომელსაც აქვს მეოთხე სტადიის კიბო და ცხოვრობს კარავში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს…”, – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...